ირაკლი ფირცხალავა: ბიძინა კუჭავას დაკავების სპეცოპერაცია წარუმატებელი იყო

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ამჟამად ე.წ. „კორტების საქმის“ სპეცოპერაციის ფალსიფიკაციისთვის იხდის სასჯელს ე.წ. მატროსოვის ციხეში, „აიპრესთან“ 2016 წლის 16 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იუსტიციის სახლთან ჩატარებულ სპეცოპერაციას აფასებს და აცხადებს, რომ ეს იყო წარუმატებელი.
 

"აღშფოთებული და შეწუხებული ვარ იმ ფაქტით, ზუსტად ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ ადგილზე განმეორდა უბედური შემთხევა. 

ზოგადად ვიცი ბიძინა კუჭავა რას წარმოადგენდა, რადგან გარკვეული ეჭვები ამ ადამიანის მიმართ წლების წინ იყო, თუმცა მას ბრალი არ დაუმტკიცდა, რაც ამძიმებს ვითარებას, გამოდის, რომ სამართალდამცავებმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულეს. 

ეს სპეცოპერაცია იყო წარუმატებელი. თუ სამართალდამცავებს წინასწარ ჰყავდათ შესწავლილი ბიძინა კუჭავა, წესით ინფორმირებული უნდა ყოფილიყვნენ, რომ ამ ადამიანს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. ოპერაცია დამთავრდა ფატალური შედეგით. რატომ ვერ დააკავეს კუჭავა?! რატომ მიიყვანეს საქმე იქამდე რომ ადამიანმა თვითლიკვიდაცია ჩაიდინა?! პოლიციამ ვერ უზრუნველყო იმ მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც იმ დროს ქუჩაში იმყოფებოდნენ და ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. 

როცა „კორტების საქმის“ სპეცოპერცია ჩატარდა ინფორმაციას ვფლობდით, რომ ავტომანქანაში კრიმინალები ისხდნენ. გუშინდელი სპეცოპერაციის დროს რა ინფორმაცია ჰქონდათ, მანქანაში კრიმინალები იჯდნენ?! სხვები არ იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები?! ჩემი აზრით შესაძლებელი იყო მათი მძევლად აყვანა ან მათი მიმართულებით გასროლის განხორციელება. 

ეს იყო არაპროფესიონალურად შესრულებული სპეცოპერაცია, შედეგი რაც უნდა დამდგარიყო, დაეკავებინათ ეჭვმიტანილი და საქმე გამოეძიებინათ ,ასე არ მოხდა. ექიმტანილმა საეჭვო ვითარებაში თვითლიკვიდაცია მოახდინა.

დღეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული არ არის, საქმეებზე კი გამოძიება არაკომპეტენტურად მიმდინარეობს“, – განაცხადა ფირცხალავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ფირცხალავას მიმართ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე უფლებამოსილების გადაჭარბების საქმეზე სასამართლო დღემდე მიმდინარეობს. 

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით ბიძინა კუჭავამ პატრულის დანახვისთანავე ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად