ირაკლი ფირცხალავა: “ან დამკითხონ ან დამიბარონ და დამაკავონ”

დღეს, ირაკლი ფირცხალავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ აპირებს მიმალვას და მთავარ პროკურატურაში თვითონ გამოცხადდა დაკითხვისა და დაკავების მოთხოვნით.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზეწოლა ხდება პოლიციელებზე და სხვა სამართალდამცავებზე. აქედან გამომდინარე, მე თვითონ გამოვცხადდი. ვუცხადებ პროკურატურას, რომ მე მიმალვას არ ვაპირებ. არც მოწმეებზე ზემოქმედებას არ ვაპირებ და მივუთითე ჩემი  ტელეფონები. რაზეც შეუძლიათ დამიკავშირდნენ.  ან დამკითხონ ან დამიბარონ  და დამაკავონ. მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“.  – განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად