ირაკლი ოქრუაშვილს ციხიდან სატელეფონო საუბარი აეკრძალა

პატიმრობაში მყოფ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს ციხიდან სატელეფონო საუბარი აეკრძალა. ეს ინფორმაცია “აიპრესს” საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

“ირაკლი ოქრუაშვილს აკრძალული აქვს ნებისმიერი სატელეფონო კომუნიკაცია, რათა არ მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება. ამ ეტაპზე მოწმეები მის საქმეზე სასამართლოში დაკითხულები არ არიან”, – გვითხრეს გენერალურ პროკურატურაში.

შეგახსენებთ: 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 19 პირიდან 14 ისევ პატიმრობაში რჩება, მათ შორის არის ირაკლი ოქრუაშვილი. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი საქალაქო სასამართლომ სევ პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოს 500 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ამ დროისთვის, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სამი კარავია გაშლილი. ერთი ეკუთვნის მალხაზ მაჩალიკაშვილს, მეორე კი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად