ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

მისი თქმით, დაბადების დღეს სად არ შეხვედრია და ამჯერად იღბალმა “განსაკუთრებული” – კორონავირუსზე ლაბორატორიის დადებითი პასუხი “მოუმზადა”.
“საინტერესო 47-ე წელი შევასრულე (ცესკოს დათვლით 57-ე). საერთოდ არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღე, არც მისი აღნიშვნა და არც მასზე საუბარი. სხვა მიზნით ვწერ პოსტს.
სად აღარ “აღმინიშნავს” დაბადების დღე, მიტინგზე, აეროპორტში, ტყეში, ციხეში და ა.შ. ცხოვრება ყოველთვის საინტერესო საჩუქრით მაჯილდოვებდა.
წელს, ვფიქრობდი რა საჩუქარს მომიმზადებს იღბალიმეთქი და მივიღე განსაკუთრებული – ლაბორატორიის დადებითი პასუხი კორონაზე.
ამის გამო არ ვჩანდი ბოლო ორი დღე აქციებზეც და ტელევიზიებშიც, რადგან პასუხს ველოდი და სამწუხაროდ, 8 ნოემბერსაც მომიწევს აქციის გამოტოვება. გადამდები, რომ არ ვიყო აუცილებლად მოვიდოდი. თუმცა 8-ში მხოლოდ “იწყება” და აუცილებლად დაგეწევით რამდენიმე დღეში.
უჩემოდ ბარიკადები არ იქნება…
მადლობა ყველას, მოლოცვაზე მეტად 8 ნოემბერს რუსთაველზე მისვლისთვის”, – დაწერა ირაკლი ოქრუაშვილმა Facebook-ში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად