ირაკლი ოქრუაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგი უგულავას მხარდაჭერა გამოუცხადა

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიგი უგულავას „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ რაღაც განსაკუთრებული მიზეზები გვაქვს, რატომაც შეიძლება ერთმანეთს მხარს ვუჭერდეთ. ჩვენ ვრჩებით იმ ერთობის ერთგული, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბა და რომელმაც ჩვენი ციხიდან გათავისუფლება შეძლო“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად