ირაკლი ოქრუაშვილი: უსამართლო მეთოდებით “ოცნების” გამარჯვებას არ შევეგუებით, 1 ნოემბერს ბარიკადებზე ვიდგები

უსამართლო მეთოდებით “ოცნების” გამარჯვებას არ შევეგუებით, 1 ნოემბერ ბარიკადებზე ვიდგები, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა და ოპოზიციის საერთო კანდიდატმა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა გადაცემაში “რეაქცია”

“მე ვერ ვაწარმოე სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით. ვერ ვაწარმოე რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი ეს იყო, რომ მე დიდი დრო დავკარგე ციხეში ყოფნის შედეგად. როდესაც ციხიდან გავთავისუფლდი, დარცენილი დრო არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ სრულფასოვანი კამპანია მეწარმოებინა. არ მქონდა არც დროის და არც ფინანსური რესურსები, რომ მეტარებინა ისეთი პომპეზური ღონისძიებები, როგორც სხვა პარტიებს ჰქონდათ. ან თუნდაც ის, რომ არ მქონდა არანაირი უფასო სარეკლამო დრო, ისე როგორც სხვა პარტიებს გააჩნიათ.

ყველა ხელისუფლებასთან მე მომიწია პირველი დაპირისპირება და ამ დაპირისპირებას ჰქონდა მიზეზები. ხელისუფალი გადადიოდა ზღვარს და მას მე ვახსენებდი ხოლმე ერთ-ერთი პირველი, რომ ხალხთან თამაში არ გაუვიდოდა მას. გამსახურდიას შემდეგ არავის არ აუტანია იმდენი ტალახის სროლა, რაც ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა აიტანა. არ ვამბობ ამას იმიტომ, რომ ვინმეს ვალი დავადო. გვანდეთ თქვენი ხმა და ის არ დაიკარგება.

მივმართავ, “ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს ამომრჩეველს. იმის მიუხედავად ვის დაუჭერთ მხარს, ერთი რამე გახსოვდეთ, რომ 1 ნოემბერს, როდესაც ჯერ კიდევ არ იქნება ოლიგარქი გაცილებული ხელისუფლებიდან – სად ვიქნები მე და სად იქნებიან სხვები, ვინც შეიძლება აღმოჩნდნენ თქვენ მიერ მხარდაჭერილები. იქნება ვიღაცა ბარიკადებზე, კულისებში, სახლში დარჩენილები და ბარიკადს იქით – ზღვარს გადასულები. მე ვიქნები ბარიკადებზე და ამის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კითხვაზე, ბარიკადებზე დგომა რას ნიშნავს და რისთვის ემზადება? – პასუხობს, რომ ქვეყნის დასაცავად. ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვალდებულია, რომ თავისი ქვეყანა დაიცვას. თუ “ოცნება” მოიგებს უსამართლო მეთოდებით და აკრძალული წესებით, ივანიშვილის ამ თამაშის წესებს არ შეეგუება არც ჩვენი საზოგადოება, არც პოლიტიკური სპექტრი და არც ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად