ირაკლი ოქრუაშვილი: თუ ცვლილებები შემოდგომაზე არ იქნება, გაზაფხულზე იქნება! რეფორმების გარეშე კრიზისი გარდაუვალია

ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში” “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

“არ მინდა სიტუაციის დრამატიზება, მაგრამ შესაძლოა ეკონომიკური მდგომარეობა ისეთ მდგომარეობამდე მივიდეს შემოდგომისთვის, რომ პოლიტიკოსები ხალხის რისხვას ვეფარებოდეთ, რომ ხელისუფლების მისამართით არ იყოს გამოხატული დიდი დოზით, იმდენად უმართავი შეიძლება გახდეს. ამას ვერ აცნობიერებს ვერც ივანიშვილი და ვერც გახარია. ყველგან, სადაც ამ ვირუსმა რაღაც კრიზისები შექმნა, კონსოლიდაცია მოხდა პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების. ჩვენთან მიდის ხელის გადაწევის პრინციპით ერთმანეთის ჩაწიხვლა. არ იქნება ცვლილება შემოდგომაზე? – აუცილებლად იქნება გაზაფხულზე, მე ამაში დარწმუნებული ვარ.

თუ “ოცნება” მოიგებს ძალისმიერი მეთოდებით, დაახლოებით მიაღწევს 60%-იან ზღვარს. მთავრობას შექმნის ვიღაცების გადაქაჩვის მეთოდით და ამას იგივე კოალიციური მთავრობა შეიძლება დავარქვათ. თუ არ გააგრძელა ქვეყნის მშვიდად მართვა და ისეთი რეფორმების გატარება, რაც აუცილებელია ქვეყნისთვის, პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება. ხალხი არის დაღლილი და გაბრაზებული. ხალხი გაბრაზებულია ჩვენთან მიმართებაშიც – ზოგადად პოლიტიკოსებს და ოპოზიციას ვგულისხმობ და მასზე 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო მეტი დოზით ხელისუფლებასთან მიმართებაში. ივანიშვილთან მიმართებაში უზომო ტიპის აგრესიაა”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად