ირაკლი ოქრუაშვილი: თავდაცვის აქტის შესწორება “ოცნებისთვის” დამოკლეს მახვილი იყო… ჩვენ მხარესაც იყო ნასროლი და ამას ვიღებთ

თავდაცვის აქტის შესწორება “ოცნებისთვის” დამოკლეს მახვილი იყო. ბოკერიამ გარკვეული შეფასებები გააკეთა გერმანიის ელჩზე, რასაც ევროკავშირის ელჩი საკმაოდ მკაცრი ტონით გამოეხმაურა. ჩვენ მხარესაც იყო ნასროლი და ამას ვიღებთ, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“თავდაცვის აქტში შეტანილი შესწორება იყო გარკვეული მიმანიშნებელი და გარკვეული დამოკლეს მახვილი ხელისუფლებისთვის. აღნიშნულია, კონკრეტულად რამდენი დახმარება გაგვიწია აშშ-მა წლების განმავლობაში და რა შეიძლება აღარ მივიღოთ, თუ შეთანხმება არ იქნება შესრულებული.

ასევე მეორე მხარესაც იყო გარკვეული მინიშნება გუშინაც და დღესაც, როდესაც გიგა ბოკერიამ გარკვეული შეფასებები გააკეთა გერმანიის ელჩზე, რასაც ევროკავშირის ელჩი საკმაოდ მკაცრი ტონით გამოეხმაურა ამ განცხადებას. ყველას მოუწოდა, რომ არ იყოს ასეთი დამოკიდებულება ელჩების მიმართ. ეს ჩვენ მხარეს ნასროლიც იყო და ჩვენ ამას ვიღებთ. ეს არბიტრები არიან ნეიტრალური არბიტრები და ყველას მხრიდან ამ შეთანხმების დაცვას მოითხოვენ”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად