ირაკლი ოქრუაშვილი: სუბარი ცალ-ცალი “კალოშით” მოვიდა ხელისუფლებაში და გორში მესამე სამაცივრე მეურნეობას აშენებს

სუბარი ცალ-ცალი “კალოშით” მოვიდა ხელისუფლებაში და გორში მესამე სამაცივრე მეურნეობას აშენებს, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“მარტივად გეტყვით – ცალ-ცალი კალოშით მოვიდა სოზარ სუბარი ხელისუფლებაში და გორში უკვე მესამე სამაცივრე მეურნეობას აშენებს, ხილის რაღაც მაცივარს, რაც მილიონ ლარამდე ჯდება. რომელსაც აფინანსებს სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტებით და აგრო სესხებით.

ორმა პიროვნებამ შეიძინა 20 ჰა მიწა გორში ისეთ ადგილზე, სადაც მე თვითონაც მაქვს საკუთრებაში. ის 20 ჰა მიწა ღირს 100 000 ლარი. მათი გვარები თქვენ არაფერს არ გეტყვით, შიუკაშვილი და ბაჟანიშვილია. ვიცნობ ორივე პიროვნებას. ორი ჰა-ის ყიდვის კი არა, 2 ბატის საყიდელი ფული არ აქვთ არცერთს და არც მეორეს. ეს არის სოზარ სუბარის. აიღეს ეს აგრო სესხი და გრანტებით სარგებლობენ, რომელსაც თქვენ, მე და ჩვენი მაყურებელი აფინანსებს. იმდენი ჭკუაც არ ეყოთ… არის გრაფა დამატებითი ინფორმაცია, ანუ ვინ არის დამატებით ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი და იქ მიუთითეს სუზარის ნათესავის ლევან ტერაშვილის ელექტრონული მისამართი”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად