ირაკლი ოქრუაშვილი: როდესაც მე და გიგი უგულავა ჩვენი ფეხით ციხეში თავისუფლად მივედით, ასეთ გადაწყვეტილებას აღარ მივიღებთ

“აღარ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, როდესაც მე და გიგი უგულავა ჩვენი ფეხით მივედით ციხეში, ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ.”

ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ ოპოზიცია ცუდი გადაწყვეტილებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლეს ნიკა მელიასთან მიმართებით მიაღებინოს.

„მოლოდინი უნდა ჰქონდეს ივანიშვილს, ჩვენ არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ჩვენ ვემზადებით ცუდისთვის, ამ შემთხვევაში უგუნური გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შეიძლება, ივანიშვილმა მოსამართლეს მიაღებინოს. იქნება ასეთი უგუნური გადაწყვეტილება? ქვეყანაზე აისახება ძალიან ცუდად და ჩვენ დავხვდებით ადეკვატურად. შარშანწინ, როდესაც მე და გიგი უგულავა საკუთარი ნებით, ჩვენი ფეხით ციხეში თავისუფლად მივედით, ასეთ გადაწყვეტილებას აღარ მივიღებთ და ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ, ფიზიკურად აღარ გავატანთ. როდესაც გებრძვიან ნაჯახით და შენგან გულუბრყვილობით კანონმორჩილებას ითხოვენ, ასეთ მორჩილებას აღარ ვაპირებთ, თორემ კანონმორჩილებას ივანიშვილი ჩენ ვერ გვასწავლის. გაბედავენ თუ არ აქ მოსვლას? მხოლოდ ჭკვიანი ადამიანის პროგნოზირებაა შესაძლებელი, სულელის ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის, პროგნოზირება შეუძლებელია“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...