ირაკლი ოქრუაშვილი: სერგეენკო ფავორიტია და ვაღიარებ, მაგრამ პირველ ტურში არჩევნებს ვერ მოიგებს, გამორიცხულია

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი  ირაკლი ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ საბურთალოს ოლქში მეორე ტური იქნება.

“დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტური იქნება, ყველა კვლევა მიუთითებს, რომ ბატონი სერგეენკო ფავორიტია და მე ამას ვაღიარებ, რადგან არ მიყვარს ილუზიებით ცხოვრება. მაგრამ ის პირველ ტურში არჩევნებს ვერ მოიგებს, ეს გამორიცხულია.”

ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა “დღის კურიერის” ეთერში მის კონკურენტ დავით სერგეენკოზე საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ ის ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ  ვერ იქნება კარგი კანონშემოქმედი.

“ჩემი და ყველა ოპოზიციის კანდიდატის მთავარი კონკურენტი არის ბიძინა ივანიშვილი და არა, კონკრეტულად დავით სერგეენკო. ბატონი სერგეენკო ნომინირებული პირია, შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია და ბევრი მსმენია მასზე, მაგრამ ის ვერ იქნება კარგი კანონშემოქმედი, რადგან მას ამის გამოცდილება არ აქვს. ის არ იყო მთლად ისეთი მენეჯერი, როგორც მას ახასიათებენ, რადგან მის სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემა დატოვა,”- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად