ირაკლი ოქრუაშვილი: სასამართლოში ჩემი საქმეც განახლდა, უგულავა და მელია თქვენკენ რა ხთეფა?

გვარამიას საქმის შემდეგ სასამართლოში ჩემი საქმეც განახლდა, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ოქრუაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს ნიკა მელიასა და “ევროპული საქართველოს” ლიდერ გიგი უგულავასაც მიმართავს კითხვით, მათკენ რა ხდება.

“და ზდრავსტვუეტ ნაშ სუდ, სამი გუმანნი სუდ ვ მირე.
გვარამიას საქმის შემდეგ ჩემი საქმის განხილვაც განახლდა.
Gigi Ugulava nika melia თქვენსკენ რა ხთეფაა?” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მის პოსტს გიგი უგულავა გამოეხმაურა და კომენტარი დაწერა: “როდის? ჩემთან ჯერ არ გამოჩენილან”.

რაზეც ოქრუაშვილი პასუხობს: “გუშინ დარეკეს სხდომების გრაფიკს გაცნობებთო”.

უგულავა კი წერს: “გაწერეს-ჩააწიკწიკეს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...