ირაკლი ოქრუაშვილი: რევანშისტულ და ნიშნისმოგებით საუბარს არ ვაპირებ, საჭიროა დასავლეთში გზავნილები, რომ ქვეყანა დამშვიდდა

რევანშისტულ და ნიშნისმოგებით საუბარს არ ვაპირებ, საჭიროა დასავლეთში გზავნილები, რომ ქვეყანა დამშვიდდა, – ამის შესახებ ციხიდან გამოსულმა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეს იყო პოლიტიკური ზეგავლენის შედეგი. ძალიან მრცხვენოდა “ქართული ოცნების” ზოგიერთი ლიდერის გამო, რომ ქალბატონი დეგნანის, ბატონი ჰარცელის, უამრავი სენატორისა და ევროპარლამენტარის ძალისხმევას ნაცვლად იმისა, რომ ვიყენებდეთ დეოკუპაციისთვის და ბორდერიზაციის შესაჩერებლად მათ უწევდათ თავისი ძალისხმევის გამოჩენა იმისთვის, რომ აქ ვიღაცას გონება აერია. მე პირადად ამის გამო მრცხვენოდა. მით უმეტეს ყოველდღიურ რეჟიმში განცხადებების კეთება და ძალისხმევა საქართველოში სიტუაციის დალაგებისთვის.

ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე. აქედან საჭიროა ერთობლივი, მშვიდი გზავნილები დასავლეთში, რომ ქვეყანა დამშვიდდა, ყველაფერი კარგად მიდის და არჩევნები ნორმალური ვითარებაში ჩაივლის. ეს ყველამ უნდა მოვინდომოთ, ამიტომ, მე აღარ ვაპირებ ნიშნის მოგებით განცხადებების კეთებას და არც რევანშისტულ განცხადებებს. სიმშვიდეა საჭირო და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად