ირაკლი ოქრუაშვილი: პომპეომ ასეთი ვიზიტისას “ოცნების” მისამართით რომ არ თქვა გილოცავთო, ეს რეაქცია არაა?!

“როგორც მინიმუმ ფასილიტატორებმა – ვინც არბიტრები არიან, მათ უნდა ჩათვალონ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი რაღაც კრიტერიუმების დონეზე”, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

კითხვაზე, მაშინ რატომ არ არის საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია კატეგორიული მწვავე? – ოქრუაშვილი ასე პასუხობს:

“პირდაპირი გაგებით რეაქციას ნუკი ველოდებით. ის, რომ ბატონმა პომპეომ ასეთი ვიზიტის დროს ერთი სიტყვა არ დაასველა და არ თქვა “ქართულ ოცნების” მისამართით, რომ გილოცავთ გამარჯვებასო, ეს რეაქცია არ არის? საერთო ბრიფინგი რომ არ გამართულა და ისე რომ დაიშალნენ, რომ საერთო ინტერესებზე არაფერი არ თქმულა, ეს რეაქცია იყო. განცხადება არ თქმულა, რადგან ყველა დაინტერესებულია, რომ მოლაპარაკება შედგეს საერთო შეთანხმების შედეგად. იმედი მაქვს, რომ შედგება. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილიც კარგად აცნობიერებს, რა კრიზისში შევიდა”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად