ირაკლი ოქრუაშვილი: პოლარიზაციის შენარჩუნება დიდი პარტიების ინტერესებშია, მაგრამ მომავალი მცირე პარტიებისაა

პოლარიზაციის შენარჩუნება დიდი პარტიების ინტერესებშია, მაგრამ მომავალი მცირე პარტიებისაა, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ირაკლი ოქრუაშვილი: მხოლოდ და მხოლოდ იმის ძახილია, რომ წინა ცხრა წელი ცუდი იყო. გავიგეთ ეს. ეს საკმარისი არ არის, რომ ჩიხიდან გამოვიდეთ. პოლარიზაციის გაგრძელება ხელისუფლებას აღარ გამოუვა, მომავალი არის მცირე პოლიტიკური პარტიების.

_ როგორ არის მცირე პარტიების, როდესაც ამას ხელს უშლის ივანიშვილიც და სააკაშვილიც?

_ თავისთავად, დიდი პარტიების ინტერესში შედის, რომ პოლარიზაცია შენარჩუნდეს. განსაკუთრებით ეს შედის „ქართული ოცნების“ ინტერესში, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ საზოგადოება ამ თამაშს აღარ მიიღებს, როგორც ეს მოხდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს. ხალხს აქვს მრავალფეროვანი არჩევანი, განსხვავებით სხვა წლებისგან და არჩევანის გაკეთება მოუწევს ძალიან ბევრს შორის და არა ორს შორის.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად