ირაკლი ოქრუაშვილი: ფილტრაციის არჩევნებია, ზოგი გაცურავს და გადარჩება, ზოგი ჩაიძირება და პოლიტიკას ჩამოშორდება

ფილტრაციის არჩევნებია, ზოგი გაცურავს და გადარჩება, ზოგი ჩაიძირება და პოლიტიკას ჩამოშორდება, – ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში” “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

“ოპოზიციაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და არაფერი ტრაგედიაა იმაში, რომ გაიწელა დრო შეთანხმებისთვის. უნდა წარმოვიდგინოთ ერთი მარტივი რამე, ჩვენ იმავდროულად ერთმანეთის კონკურენტები ვართ. გარდა იმისა, რომ გვაქვს საერთო მიზანი – ხელისუფლება შევცვალოთ, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არჩევნები არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის არჩევნები იქნება, არამედ ოპოზიციაში და ზოგადად პოლიტიკურ სპექტრში ერთგვარი ფილტრაციის არჩევნები. ზოგი გაცურავს და გადარჩება, ზოგი ჩაიძირება და ჩამოშორდება პოლიტიკას”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, ახლა თქვენ გაცურვას აპირებთ და გაღმა ნაპირზე გასვლას თუ ხელისუფლების დამარცხებას? – ირაკლი ოქრუაშვილი პასუხობს:

“ხელისუფლების ქმედებებმა და ღრმა კრიზისმა ყველა ჩვენგან დაგვანახა და გაგვაგრძნობინა, რომ უნდა გვქონდეს ერთი გამოკვეთილი მიზანი, ეს არის ხელუსფლების შეცვლის მიზანი”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად