ირაკლი ოქრუაშვილი: პარტნიორებს ასარჩევი ბალანსიდან ვეძებ ხოლმე, სამწუხაროდ წესიერ ადამიანებს პოლიტიკა არ აინტერესებთ

პარტნიორებს ასარჩევი ბალანსიდან ვეძებ ხოლმე, სამწუხაროდ წესიერ ადამიანებს პოლიტიკა არ აინტერესებთ, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ:

_ თქვენ ყოფილ თანაგუნდელებთან არ გაქვთ დადებითი დამოკიდებულება. მაგალითად სოზარ სუბარი გააკრიტიკეთ მწვავედ და კორუფციაში დასდეთ ბრალი. გუბაზ სანიკიძეს აკრიტიკებთ ხოლმე და. ა. შ. ეს რას ნიშნავს – ეს არის პოლიტიკის თავისებურება თუ ვერ ხართ კარგი მენეჯერი პოლიტიკური გუნდის შეკრების თვალსაზრისით?

_ 2002 წელს როდესაც ამერიკელებმა კამპანია დაიწყეს ერაყში, მათ მოუსწროთ ქარიშხალმა და ტექნიკას გაუჭირდა მოძრაობა, შეფერხებები ჰქონდა და მეთაურს დაუსვეს კითხვა, რომ თუ არ იყავით მზად ამ ომისთვის, მაშინ რატომ დაიწყეთო. მან მარტივი პასუხი გასცა, როდესაც იღებ ბრძანებას, რომ რაღაც დაიწყო, იწყებ იმით რაც გაქვს. ამ შემთხვევაში ჯარს ვგულისხმობ.

მე პარტნიორებს ვეძებ ხოლმე იმ ასარჩევი ბალანსიდან, რაც არსებობს პოლიტიკურ ბაზარზე. უკეთესი ვერ ვნახე. თქვენ თუ მირჩევთ ხოლმე, ვნახავ. სამწუხაროდ ასეა, წესიერ ადამიანებს პოლიტიკის მიმართ ინტერესი არ აქვთ. ეს არის ჩემი პასუხის.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად