ირაკლი ოქრუაშვილი: პარტიულად 1% რომ მაქვს არ მიკვირს, ყველა ქვა მე მომხვდა, 5 მილიონი რომ დახარჯეს, 2% მათ რატომ აქვთ?

პარტიულად 1% რომ მაქვს არ მიკვირს, ყველა ქვა მე მომხვდა, 5 მილიონი რომ დახარჯეს, 2% მათ რატომ აქვთ? – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი Facebook-ში წერს:

“მე, რომ 1% მაქვს პარტიულად ეგ კი არ მიკვირს. ან რატომ უნდა მიკვირდეს, ერთი წელი ციხეში ვიყავი, ყველა ქვა მე მომხვდა, ერთი პარტიული ღონისძიება არ გამიმართავს, ერთი პოსტი არ დამისპონსორებია.

ის მიკვირს, 5-5 მილიონი რომ აქვთ უკვე დახარჯული, ყოველდღე პარტიული თავყრილობები რომ აქვთ, თვალებში მაზოლებს რომ ამოგიყვანენ ყოველ წამს დასპონსორებული პოსტებით, იმათ 2% რატომ აქვთ?” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად