ირაკლი ოქრუაშვილი კვესიტაძეს: ციხის კარი დატოვებული არ მქონდა, შენმა ქმარმა დაიწყო ჩემი კრიტიკა

“ემზარ კვიციანს მადარებს შოთა უტიაშვილი ბოდიში და რაღაცეები ჩემგანაც უნდა შეირგონ”-ამის შესახებ, “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, , “მთავარ არხზე” ეკა კვესიტაძის გადაცემაში – “ღამის მთავარი” განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილი: შეიძლება, არ იყოს საჯაროდ სასაუბრო, საზოგადოებას არ აინტერესებდეს, მაგრამ პირველი, ციხის კარი დატოვებული არ მქონდა შენმა ქმარმა დაიწყო ჩემი კრიტიკა.

ეკატერინე კვესტიაძე: ქმარზე ნუ ვილაპარაკებთ… ბევრი პრობლემები, ბევრი კითხვები არსებობს, ირაკლი, თქვენთან დაკავშირებით, ეს კითხვა შოთა უტიაშვილმაც შეიძლება დასვას, მისგან განსხვავებულმა ადამიანებმა.

ირაკლი ოქრუაშვილი: შესაბამისად, ქვების სროლა მე არ დამიწყია, სხვა მხრიდან დაიწყო.

ეკატრინე კვესტიაძე: ვანო მერაბიშვილმა დაიწყო?

ირაკლი ოქრუაშვილი: შოთა უტიაშვილმა, რომელიც მისი თანაშემწეა დაახლოებით, ისვე.

ეკა კვესიტაძე: შოთა უტიაშვილი, არავის თანაშემწე არ არის.

ირაკლი ოქრუაშვილი: თავზე დაცარს ვიყრი, მშვიდობაზე, კონსოლიდაციაზე, კეთილგანწყობაზე ვსაუბრობ, ემზარ კვიციანს მადარებს შოთა უტიაშვილი ბოდიში და რაღაცეები ჩემგანაც უნდა შეირგონ

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად