ირაკლი ოქრუაშვილი: კობა დავითაშვილი სახელმწიფოს მიერაა სიცოცხლეწართმეული

კობა დავითაშვილი სახელმწიფოს მიერაა სიცოცხლეწართმეული, ფაქტია, რომ სახელმწიფომ მისი სიცოცხლე ვერ დაიცვა, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა გადაცემაში “რეაქცია”.

“შეიძლება ვილაპარაკოთ საარჩევნო რეფორმაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ბევრი სიტყყვა შეიძლება ვიხმაროთ, მაგრამ 30 წელია ჯერ კიდევ იმაზე გვიწევს ლაპარაკი, რომ სიცოცხლის უფლება უნდა იყოს გარანტირებული. კობა დავითაშვილი არის სიცოცხლე წართმეული სახელმწიფოს მიერ. იმ ხელისუფლების, ამ ხელისუფლების, იმ დოზით, ამ დოზით, ეს ნაკლებად საინტერესოა. ფაქტია, რომ სახელმწიფომ მისი სიცოცხლე ვერ დაიცვა. ეს არის შედეგი და 5 წლის მერე ამაზე აღარ უნდა გვიწევდეს ლაპარაკი. თუ ჩვენმა თაობამ ეს დასკვნა ვერ გამოიტანა, მაშინ ჩვენ როგორც სახელმწიფო ვერ შევდექით”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად