ირაკლი ოქრუაშვილი ხვალ სასამართლოში გამოკითხვაზეა დაბარებული

ამის შესახებ ინფორმაციას, პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველო” ავრცელებს.

პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ცნობით, ხვალ , 11 :00 სთ.ზე ირაკლი ოქრუაშვილი დაბარებულია გამოკითხვაზე საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, 20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად