ირაკლი ოქრუაშვილი: ხელისუფლება ლარის კურსს ხშირად ხელოვნურად ათამაშებს, რათა საარჩევნო ფული ამოიღოს

აქტიური რეფორმების გატარებაა საჭირო კორუფციის შესაჩერებლად, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა შესაბამის კითხვაზე პასუხად.

“აქტიური რეფორმების გატარებაა საჭირო კორუფციის შესაჩერებლად. როდესაც აშკარაა, რომ ხელისუფლება ლარის კურსს ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად ათამაშებს იმისათვის, რომ საარჩევნო ფული ამოიღონ და ამით ზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები – თქვენც, მეც და სხვაც. ამისთვის საჭიროა, რომ ბიზნესს რა გავლენებიც გააჩნია სახელისუფლებო წრეებთან. ერთხელ და სამუდამოდ გადავუკეტოთ. ბიზნესი თავისუფალი იყოს და იმართებდეს მხოლოდ კანონებით და არა გავლენებით. უნდა დასრულდეს კარტერული გარიგებები – იქნება წამლების ფასები ფარმაცევტულ ბაზარზე, საწვავის ფასი თუ სხვა”, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად