ოქრუაშვილი: ხაზარაძემ ჩემი ციხეში ყოფნისას ისეთი რამე გააკეთა… ზვიად კორძაძეს კითხოს და ეტყვის (ვიდეო)

პარტია “საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ როდესაც ის 20 ივნისის საქმეზე სხვა პირებთან ერთად დააკავეს, პოლიტიკოსების ნაწილი გაემიჯნა, ნაწილმა კი კრიტიკა დაიწყო.

ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” ირაკლი ოქრუაშვილმა ასეთ პოლიტიკურ ლიდერებს შორის “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე დაასახელა.

“ლელოს” ლიდერები პირველ რიგში. როცა მიხვდნენ რომ 20 ივნისით ე.წ. ბრენდი შეიძლება გამხდარიყვნენ მარტო მაშინ დაიწყეს გამოჩენა, სამი თვის დღის აღნიშვნაზე, ალაგალაგ ჩვენი მოხსენიება. მათზე გაცილებით მეტზე ვარ ნაწყენი. ჩემი ციხეში ყოფნის დროს, ისეთი ნაბიჯი გადადგა, არ მინდა ძალიან წვრილმანი ადამიანური რაღაცაა და არ მინდა დავწვრილმანდე, მაგრამ იცის თვითონ. ზვიად კორძაძეს კითხოს და გასცემს პასუხს…” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ოპოზიციაში გაერთიანებული პარტიების შიდა დაპირიპისრებაზე საუბრისას, კონკრეტულ პოლიტიკოსებთან მიმარტებაში დასმული შეკითხვის” ნანწყენი ხართ? საპასუხოდ, ირაკლი ოქრუაშილმა განაცხადა:

“ნაწყენი ვარ, რა თქმა უნდა. თუ შეთანხმებული ვართ, თუ შენი იმედი მაქვს, ყველაფერზე წამსვლელი ვარ, მაგრამ თუ ვიცი რომ პარტნიორად არ გამომადგები, მარტო ჩემი რესურსები და ძალა საკმარისი აღარ არის. წარმოუდგენელია მიზნის მიღწევა, რადგან ცალკე აღებული არავის რესურსი, საკმარისი არ არის. ივანიშვილი სათითეებით გვეთამაშება. რა გარანტია მაქვს, რომ 2020 წლის არჩევნებს რომც დავთანხმდეთ, იმ არჩევნებსაც ისევე არ ჩაატრებს, როგორც უკვე ჩაატარა გეგმა “ბ” ხომ უნდა გვქონდეს. სხვა ტიპის ბრძოლაა ამ ადამიანთან საჭირო”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად