ირაკლი ოქრუაშვილი: ივანიშვილი საარჩევნო ფულის ჩვენი ჯიბიდან ამოღებას აპირებს

გაუფასურებული ლარის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა ტვ „პირველის” ეთერში ისაუბრა.

„ეს არ არის ლარის ხელოვნური გაუფასურება. ადრე ივანიშვილს არჩევნებისთვის ფული რომ დაჭირდებოდა იმას მაინც აკონტროლებდა, რომ ლარი არ გაუფასურებულიყო, ახლა საკუთარი ფულის დახარჯვასაც აღარ აპირებს, პირდაპირ საარჩევნო ფულის ამოღებას აპირებს თითოეული ჩვენთაგანის ჯიბიდან და გაუფასურებული ლარის შედეგად შოულობს საარჩევნოდ დასახარჯ ფულს. ის მიხვდა საკუთარი რატომ უნდა ხარჯოს, როცა შეუძლია ჩვენ ჯიბიდან ამოგვაცალოს“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად