A1 ბანერი

ირაკლი ოქრუაშვილი: გამყოფ ზოლთან 2 კილომეტრში 7 ჰექტარი მიწა ვიყიდე

ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“გამყოფ ზოლთან 2 კილომეტრში ვიყიდე ამას წინათ 7 ჰექტარი მიწა, დავიწყე იქ რაღაცების გაშენება. ეს ჩემთვისაც და ჩემი შვილებისთვისაც სტიმულია, ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ფიზიკურად შრომობს და ხედავს, რომ მე იქ ვარ. ერთმანეთისათვის მაგალითის მიმცემი უნდა ვიყოთ.

ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა რუსი ოკუპანტები გადმოსულან, ჩვენებს საკადრისი პასუხი გაუციათ და მერე ის ჩვენები დაკითხვაზე უტარებიათ გორის უშიშროებაში, რომ ასე თავხედურად მათ აღარ უნდა მოექცნენ. სახელმწიფო იმის მაგივრად, რომ ზურგს აძლევდეს თავის მოქალაქეებს, ისევე როგორც ჩინოვნიკებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და ა. შ. უსუსურად და არაადეკვატურად იქცევა”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...