ირაკლი ოქრუაშვილი: გახარიას სხვა პრემიერებისგან განსხვავებით ეყო გამბედაობა და წასვლის მიზეზი დაასახელა

“რას ნიშნავს დროებით ვაჩერებთ ნიკა მელიას პატიმრობის აღსრულებასო?! კანონის ლოგიკით რა არის ეს?!” – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“გახარიას ეყო გამბედაობა და ჩუმად არ წავიდა, მიზეზი დაასახელა, რატომაც ტოვებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. სხვა პრემიერებისგან განსხვავებული ზუსტად ამითი იყო, რომ ეყო გამბედაობა და თქვა, რომ მე ამაზე ხელს არ მოვაწერო. თუმცა, 20 ივნისის თემას ამით ვერ ჩამოირეცხავს. ცალკე პასუხი აქვს მოსათხოვნი იმ თემაზე, რაც იყო ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი დამაზიანებელი”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...