ირაკლი ოქრუაშვილი: ეს ეპითეტები ახალი არაა, წინა ხელისუფლების დროს არანაკლები მოგვისმენია, თუ მეტი არა

“ახალი არ არის ეს ეპითეტები, წინა ხელისუფლების დრო არანაკლები მოგვისმენია, თუ მეტი არა”, – ასე პასუხობს “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვას იმაზე, როგორია მისი რეაქცია, როდესაც ქვეყნის მტერს უწოდებენ. 

“ხელისუფლება ასეთი ტიპის ეპითეტებს იწყებს მაშინ, როდესაც განსაკუთრებით უჭირს და მე მგონი ხელისუფლებას დღეს განსაკუთრებით უჭირს და ამიტომ დაიწყეს ეს. კურიოზულია ერთი რამე, ხელისუფლების მაღალჩინოსნები გადავიდნენ ისეთ დესტრუქციულ ტერმინოლოგიაზე და ეპითეტებზე, რაც ქვეყანაში კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას.

ჩამოვთვალოთ – პოლიტიკური მეძავები ხართ, ტოქსიკურები ხართ, კურდღლები ხართ. თუ არჩევნებს წავაგებთ, სამოქალაქო ომს დავიწყებთ… ამას რომ უსმენდეს ის, ვინც ჩართული არ არის ამაში იფიქრებდა, რომ ეს ოპოზიციის რიტორიკაა, სინამდვილეში კი პირიქითაა”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად