ირაკლი ოქრუაშვილი ელისაშვილი-ხაზარაძის დაპირისპირებაზე: ცხვირებით რომ არ ურქინეს, გადარჩენილები არიან

საბურთალოს ამომრჩეველი, განსაკუთრებით “ნაცები” რას ამბობს, ვინც ელისაშვილის VS ხაზარაძეს უყურებს? – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი წერს:

“საბურთალოს 25 000 და ქვეყნის 85 000 ამომრჩეველი რას ამბობს, განსაკუთრებით ნაცები, ვინც ახლა ელისაშვილი vs. ხაზარაძეს უყურებს?” – დაწერა ირაკლი ოქრუაშვილმა Facebook-ში.

კომენტარებში კი თემა გააგრძელა და თქვა: “მაინც გადარჩენილები არიან, ცხვირებით რომ არ ურქინეს”.

შეგახსენებთ, გუშინ “ღამის კურიერში” “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “ღამის კურიერის” ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მამუკა ხაზარაძემ და ალეკო ელისაშვილმა ერთმანეთისკენ ფიზიკურად დაპირისპირებაც სცადეს, თუმცა გადაცემის წამყვანებმა სიტუაციის დარეგულირება შეძლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად