ირაკლი ოქრუაშვილი: ჩიხიდან გამოსასვლელად რეფორმატორის იმიჯი უნდა დავიბრუნოთ და დასავლეთის ყურადღება მივიპყროთ

ჩიხიდან გამოსასვლელად რეფორმატორის იმიჯი უნდა დავუბრუნოთ და დასავლეთის ყურადღება მივიპყროთ, რადგან დასავლეთის გარეშე ადვილი არ იქნება ამ პრობლემებიდან გამოსვლა, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ:

_ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ჩიხიდან? თქვენი წარმოდგენა როგორია, რაზეც საუბრობთ?

_ პირველი, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ რეფორმატორის იმიჯი იმისათვის, რომ დასავლეთის ყურადღება მივიპყროთ. დასავლეთის გარეშე ადვილი არ იქნება ამ პრობლემებიდან გამოსვლა. დასავლეთის ყურადღება ავტომატურად ნიშნავს დამატებით ინვესტიციებს ჩვენ ეკონომიკაში, დამატებით სესხებს უფრო ეფექტურად, დამატებით ყურადღება საერთაშორისო არენაზე, როდესაც რუსულ საფრთხეებთან მარტო არ ვიქნებით. სხვა შემთხვევაში ბუნებრივია ჩვენს პოლიტიკაში ეჭვი შეეპარებათ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვპოზიციონირებთ სირაქლემას პოზით, როდესაც საფრთხე მომდინარეობს რუსეთიდან და ჩვენ ამას არ ვიმჩნევთ და დასავლეთს ვეუბნებით, რომ ეს ჩვენი საქმეა და ჩვენ თვითონვე გავუმკლავდებით.

რეფორმატორის იმიჯის დაბრუნება ინტერესის გაჩენას ჩვენი ქვეყნისადმი, რაც თავისთავად ძალიან ბევრ პოზიტიურ სიგნალს გამოგზავნის უკან. ეკონომიკაშიც და მმართველობით სფეროშიც და სამეზობლოში ავიმაღლებთ პოზიციებს.

მეორე, აქტიური რეფორმების გატარება კორუფციის შესაჩერებლად. როდესაც აშკარაა, რომ ხელისუფლება ლარის კურსს ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად ათამაშებს იმისათვის, რომ საარჩევნო ფული ამოიღონ და ამით ზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები – თქვენც, მეც და სხვაც. ამისთვის საჭიროა, რომ ბიზნესს რა გავლენებიც გააჩნია სახელისუფლებო წრეებთან. ერთხელ და სამუდამოდ გადავუკეტოთ. ბიზნესი თავისუფალი იყოს და იმართებდეს მხოლოდ კანონებით და არა გავლენებით. უნდა დასრულდეს კარტერული გარიგებები – იქნება წამლების ფასები ფარმაცევტულ ბაზარზე, საწვავის ფასი თუ სხვა.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად