ირაკლი ოქრუაშვილი: ჩემი დაცვის წევრს იარაღი ჩაუდეს, რომ ჩემზე ზეგავლენა მოეხდინათ

ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც გვიან, ღამით საფრანგეთიდან ჩამოფრინდა.

“იარაღი ჩაუდეს ერთადერთი მიზნით, ჩემზე მოეხდინათ ზეგავლენა. დამთავრებულია, ამას წყალი არ გაუვა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დასაკითხად ჯერ არ გამოუძახებიათ.

„ჯერ არავის არ დავუძახივარ და რატომ უნდა მივიდე“, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.

ცნობისათვის: ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, მისი დაცვის წევრი კობა კოშაძე რამდენიმე დღის წინ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...