ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე: სამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო ვერ დამაკისრებს, გამორიცხულია

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მას სამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო ვერ დააკისრებს.
ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის და შს მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტვ “პირველის” “დღის ამბებში” განაცხადა.

22 ივლისს ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესი, სადაც ბრალდებული ყოფილი თავდაცვის და შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილია.

კითხვაზე, ნანობს თუ არა რამეს, იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას და მას ბრალი უფლებამოსილების ბორიტად გამოყენების ფაქტთან დაკაშირებით წაგიყენეს ბრალი, ნანობთ რამეს, ირაკლი ოქრუასვილმა განაცხადა: “აბსოლტურად არაფერს”.

“არის ერთი ადამიანური მომენტი და არის მეორე-  სუფთა სამართლებრივი, კანონის ჩარჩოებში მოქცეული მომენტი. ადამიანურად შეიძლება რაღაცას ვნანობდე, მაგრამ ამაზე არ ვისაუბრებ. დეტალებს ჩავუღრავდეთ: დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს მე ვიცოდი, რომ თავდაცვის სამინისტროში გადავდიოდი და ამ დროს ფაქტიურად დაკავებული ვიყავი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე საქმეების გარჩევით, განხილვით და ა.შ. ნაკლებად ვიყავი ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეებში და საკითხები უკვე აღარ მქონდა იმდენად გათავისებული და ისეთი პასუხისმგებლობით გაანალიზებული, როგორც უნდა ჰქონდეს ადამიანს. ის რაც მოხდა, პრობლემა არის, მაგრამ არა კანონისმიერი, არამედ სუფთა ადამიანური და მორალური. მორალურ პასუხისმგებლობას ვიღებ მაგრამ სამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო ვერ დამაკისრებს, გამორიცხულია. ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე ვინმეს იარაღის ჩადება დავავალე ვინმესთვის”-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მანვე ისაუბრა ბუტა რობაქიძს საქმის მნიშვნელოვან მომენტებზე.

” ზურაბ მიქაძე, რომელმაც აღიარა, რომ იარაღი ჩაუდო ამ ბავშვს და მის მეგობრებს, ამბობს, რომ იარაღი მისცა ვაკე საბურთალოს პოლიციის უფროსმა დავით იაშვილმა და გადასცა ვაკე-საბურთალოს პოლიციაში. დიდუბიდან ვაკემდე რამდენი წუთი შეიძლება დასჭირდეს მისვლა-მოსვლაში, რომ იარაღი ჩამოიტანოს? 17 წუთის განმავლობაში დაფიქსირებულია, რომ მისი ტელეფონი დიდუბის ანძაზე ჰკიდია და ის ვაკეში არ წასულა. ისე როგორც დავით იაშვილი ამბობს, რომ მან თავის მოადგილეს დაურეკა და მას დაავალა, რომ იარაღი გადაეცა და მისი მოადგილე, ამ დროს, მთელი ღამის განმავლობაში იმყოფეობოდა ვარკეთილში. იმდენი მტკიცებულება გააყალბეს ჩემს წინააღმდეგ ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ ეს იყო ერთადერთი საქმე, რომლითაც შეეძლოთ, მე დავეზარალებინე მორალურად” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეგაგხსენებთ: 2004 წლის 24 ნოემბერს სამართალდამცავებმა ჯერ მოკლეს და შემდეგ იარაღი დაუდეს.

2018 წლის 18 დეკემბერს, ბუტა (ამირან) რობაქიძის მკვლელობიდან 14 წლის შემდეგ, მოსამართლემ საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული ხუთივე პირი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები: გურამ დონაძე, დავით იაშვილი, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დამნაშავედ ცნო და მათ პატიმრობა შეუფარდა. საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა მხოლოდ ზაზა ბაქრაძეს, რომელიც დანაშაულს აღიარებდა. მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით და 5000-ლარიანი ჯარიმა. ასევე ყველას ჩამოერთვა უფლება 2 წლით და მეტით დაიკავონ თანამდებობა საჯარო სექტორში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად