ირაკლი ოქრუაშვილი: ანუ, უსუფაშვილმა მე უფრო ცუდი ტიპი ვარ, ვიდრე ხაზარაძეო? მგონი 3%-თვის იბრძვიან

ანუ, უსუფაშვილმა მე უფრო ცუდი ტიპი ვარ, ვიდრე ხაზარაძეო? – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“უსუფაშვილმა – არ მგონია ხალხს პოლიტიკოსები და ჟურნალისტები უფრო მეტად უყვარდეს ვიდრე ბანკირებიო.

დამეხმარეთ თარგმნაში თუ შეიძლება.

ანუ მე უფრო ცუდი ტიპი ვარ ვიდრე ხაზარაძეო?” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი Facebook-ში, რომელიც პოსტის ქვეშ კომენტარს წერს და აზუსტებს:

“ამათ მგონი მოგება არ უნდათ და 3%-ისთვის იბრძვიან”, – აღნიშნავს ირაკლი ოქრუაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად