ირაკლი ოქრუაშვილი: აღარ მინდა ეს დავი-დარაბა, პირობითად ივანიშვილი და ღარიბაშვილი ისევ ჩემი დასაცავები ხომ არ უნდა გახდნენ?!

აღარ მინდა ეს დავი-დარაბა, პირობითად ივანიშვილი და ღარიბაშვილი ისევ ჩემი დასაცავები ხომ არ უნდა გახდნენ?! – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“8 წლის განმავლობაში ხომ არ შეიძლება ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებდეთ. წარსულზე რომ ვლაპარაკობთ, ჩვენ თავზეც ხომ გამოვცადეთ. მე იმიტომ აღმოვჩნდით ნიკა მელიას მხარდასაჭერად, რომ ჩემ თავზე გამოვცადე. აღარ მინდა ეს დავიდარაბა, ხვალ პირობითად ივანიშვილი და ღარიბაშვილი ჩემი დასაცავები ხომ არ უნდა გახდნენ?! ამ ქვეყანაში რაღაცა სამოქალაქო თანხმობა ხომ უნდა შედგეს?! თან მით უმეტეს გასალანძღი და სამარცხვინოები გავხდეთ და მთელი მსოფლიოს დასანახად თავი მოვიჭრათ”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...