ირაკლი ოქრუაშვილი: 21 საუკუნის ლეკიანობაა, აჰყავთ მძევლები და მათ სავაჭროდ იყენებენ

21 საუკუნის ლეკიანობაა, აჰყავთ მძევლები და მათ სავაჭროდ იყენებენ, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი “მთავარი არხის” ეთერში.

“ნიკა მელიას პატიმრობით ღრმავდება როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური კრიზისი და ვერავინ ამით ვერ ხეირობს, მათ შორის თვით ხელისუფლებაც კი. ეს არის 21-ე საუკუნის ლეკიანობა, როდესაც აჰყავთ მძევლები და შემდეგ ამ მძევლებს იყენებენ სავაჭროდ. იმისათვის, რომ შეთანხმებას გაცილებით ნაკლებ ფასად მიაღწიონ და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ (ამ შემთხვევაში საკუთარ თავსაც ვგულისხმობ) ოპოზიციამ უფრო მეტი დათმოს.

შარშან 8 მარტის შეთანხმებიდან ერთ თვეში დაგვიჭირეს მე და გიგი უგულავა მაშინ, როდესაც პირიქით უნდა მომხდარიყო, თუმცა დაჭერიდან ერთ თვეში თავისი სიტყვის უკან წაღება მოუწიათ და პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გავთავისუფლდით”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...