ირაკლი ნადირაძე: ეს რიგით თბილისელებზე გათვლილი გენგეგმა არ არის

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” დედაქალაქის მერიის წარმოდგენილ თბილისის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტსმხარს არ დაუჭერს- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

“მაგალითად, რთული რელიეფის შემთხვევაში, დასაშვებია, რომ კოეფიციენტები გაიყიდოს. თბილისი მთა-გორიანია და რთული რელიეფი აქვს. ნებისმიერ გორაზე შეიძლება თქვა, რომ რთული რელიეფია და 3-სართულიანი სახლის ნაცვლად ააშენონ 33 სართულიანი კორპუსი. ასევე, თბილისის მერს ექსკლუზიური უფლება ექნება, რომ რეკრეაციულ ზონა ორსა და რეკრეაციულ ზონა სამში ისევ გასცეს კერძო სახლების მშენებლობა. ძალიან საინტერესო დეტალია კიდევ, თუ ადრე მაგალითად, რეკრეაციულ ზონაში შეიძლებოდა აშენებულიყო 9 მეტრიანი კერძო სახლი, ახლა 12 მეტრამდე გაზარდეს.

როგორც ჩანს 4 სართულიანი ფეშენებელური სახლების მშენებლობა უნდა დაიწყონ. ამ ქალაქში ვინ აშენებს ოთხ სართულიან სახლებს, ეს არა ერთი სიუჟეტით ვნახეთ ჩვენ. შესაბამისად, ეს არ არის რიგით თბილისელებზე გათვლილი გენგეგმა, სადაც აქცენტი იქნებოდა გაკეთებული მწვანე ქალაქზე, საცობების, პარკირების განტვირთვაზე, ერთხელ და სამუდამოდ მავნებლური მშენებლობის დასრულებაზე. მხოლოდ . ტრაფარეტულად არის ეს გენგეგმაში ნათქვამი. ის იმპლემენტაციის ინსტრუმენტები, რომლითაც ყოველივე ეს უნდა განხორციელებულიყო, თბილისის მერს დარჩა ხელში და ყველაფერი ამის საპირისპიროდ მოხდება”, – განაცხადა ნადირაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...