ირაკლი მენაღარიშვილი: რუსეთზე ჩვენი ხელისუფლების გზავნილები გემოვნების საკითხია-ზოგისთვის მკაფიოა, ზოგისთვის – არა

რუსეთზე ჩვენი ხელისუფლების გზავნილები გემოვნების საკითხია-ზოგისთვის მკაფიოა, ზოგისთვის – არა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი “აიპრესთან” ინტერვიუში აცხადებს, რომელსაც სრულად მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

_ საქართველოს ხელისუფლების როლსაც ხომ არ ხედავთ ამაში იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს არ ჩანს ისეთი მკაფიო გზავნილები, რაც უნდა კეთდებოდეს?

_ ვერ გეტყვით, ეგ გემოვნების საქმეა. ვიღაცას ეჩვენება, რომ გზავნილი მკაფიოა, ვიღაცას – არა. მე მაგალითად, ამაზე განსაკუთრებულად ყურადღების გამახვილებას არ ვურჩევდი არავის.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ეს საზოგადოების მხოლოდ დეზორიენტაციას გამოიწვევს. არ მიმაჩნია სწორად, რომ ხმამაღლა ვუმტკიცოთ რუსეთს, რომ ორჯერ ორი ოთხია. ამას ვაკეთებთ ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი დღიდან.

ირაკლი მენაღარიშვილმა ასევე თქვა: რუსეთის საგარეო უწყების განცხადება და მისი ქმედებები შიდა კრიზისის გამოვლენაა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველო პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა. მის განცხადებაშია აღნიშნული:

“შეშფოთებულები ვართ საქართველოს მხრიდან რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო და საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებების შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად