ირაკლი მენაღარიშვილი: რუსეთის საგარეო უწყების განცხადება და მისი ქმედებები შიდა კრიზისის გამოვლენაა

რუსეთის ყველა ქმედება მისი შიდა პოლიტიკური კრიზისის გამოვლენაა, – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.

როგორც ირაკლი მენაღარიშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში თქვა, რუსეთის მიზანია ყურადღება გარე საფრთხეზე და გარე მტერზე გადაიტანონ.

“რუსეთის ყველა ქმედება მისი შიდა პოლიტიკური კრიზისის გამოვლენაა. ქვეყნის შიგნით მას აქვს საზოგადოებრივი პრობლემები, რომელიც უამრავი აქვს და ხაბაროვსკი ერთ-ერთი გამოვლენაა. საპასუხოდ მათ მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გზა აქვთ და ეს არის ის, რომ ყურადღება გადაიტანონ გარე საფრთხეზე, გარე მტერზე მოსალოდნელ საშიშროებაზე გარედან და ა. შ”, – გვითხრა ირაკლი მენაღარიშვილმა, რომელთან ინტერვიუსაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველო პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა. მის განცხადებაშია აღნიშნული:

“შეშფოთებულები ვართ საქართველოს მხრიდან რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო და საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებების შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ”.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად