ირაკლი მენაღარიშვილი: ის ტერორი, რაც ლუკაშენკომ ბელარუსში დაატრიალა, მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის

ის ტერორი, რაც ლუკაშენკომ ბელარუსში დაატრიალა, მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის, – ამის შესახებ ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

მისი თქმით, საზოგადოების პროტესტის ამგვარი მასობრივი სახით გამოვლინებას არავინ ელოდა.

“მოვლენების მსვლელობაში მოულოდნელობის ეფექტიც არსებობდა. ის, რომ საზოგადოების პროტესტი გამოვლინდებოდა ამგვარი მასობრივი სახით, მე მგონი ამას არავინ ელოდა. მიუხედავად იმისა, რაც ამ არჩევნებისას ჩაიდან ბელარუსის ხელმძღვანელობამ ეს ყოველგვარ საზღვარს სცილდებოდა.

თვალყურს როცა ვადევნებთ მოვლენებს და ვუსმენთ ხალხს, გასაგები ხდება, რომ იქ სრულიად მიუღებელი სიტუაციაა შექმნილი. ის ტერორი, რაც ლუკაშენკომა დაატრიალა ქუჩაში გამოსული აბსოლუტურად მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს ცივილიზებული სამყაროსთვის სრულიად მიუღებელია.

ძნელი სათქმელია როგორ განვითარდება მოვლენები. იმიტომ, რომ ერთი მხრივ სიურპრიზის გახლდათ, რომ ბელარუსებმა დაბეჯითებით მოითხოვეს თავისი მოთხოვნების შესრულება. უკვე მერამდენე დღეა ყოველდღიურად ქუჩები ივსება პროტესტანტებით, იმის მიუხედავად, რომ მათ წინააღმდეგ საშინელი ტერორია”, – განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

შეგახსენებთ, ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, ლუკაშენკომ არჩევნებში ხმების 80.08%-ით მოიგო, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ – 10.09%. მას შემდეგ, რაც კენჭისყრა დასრულდა, 9 აგვისტოს საღამოს, მინსკის ცენტრში და რესპუბლიკის ზოგიერთ სხვა ქალაქში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც გადაიზარდა შეტაკებებში სამართალდამცავებთან. ამ დროის განმავლობაში, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს დაახლოებით ექვსი ათასი ადამიანი, დაშავდა ათობით პოლიციელი და დემონსტრანტი.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად