ირაკლი მენაღარიშვილი ბელარუსზე: საქართველო თავისუფლების მოყვარე ძალების მხარეს უნდა დადგეს

ოფიციალურ პოზიციას რაც შეეხება, თავშეკავებული პოზიცია ჯერჯერობით ალბათ გამართლებულია, მაგრამ მე არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ლუკაშენკოს მთავრობას მხარი დაუჭიროს, თუკი რაიმე პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, – ამის შესახებ ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

_ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სწორია, როცა ვინარჩუნებთ დუმილს? რა პოზიცა უნდა დავიკავოთ, მაშინ როცა ერთი მხრივ კარგი ურთიერთობა გვაქვს ლუკაშენკოს ხელისუფლებასთან, მაგრამ მეორე მხრივ ვართ პროევროპული სახელმწიფო და ხომ არ უნდა გამოვხატოთ მხარდაჭერა დემოკრატიული პროცესების მიმართ?

_ ქართულ საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვნად თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარეზეა მხარდაჭერა. ოფიციალურ პოზიციას რაც შეეხება, თავშეკავებული პოზიცია ჯერჯერობით ალბათ გამართლებულია, მაგრამ მე არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ლუკაშენკოს მთავრობას მხარი დაუჭიროს, თუკი რაიმე პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო.

_ ანუ, ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია გამართლებულია?

_ ამ ეტაპზე ჩვენ ჯერ პროცესი უნდა განვიხილოთ და გავიგოთ რა ხდება. ერთი მხრივ სრულიად ნათელია და გასაგები პროტესტია ადამიანების მიერ გამოხატული, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების სრულიად ადეკვატური რეაქციაა ამ პროტესტზე. ჯერჯერობით სხვა მოვლენებს ვერ ვხედავთ.

საქართველო რა თქმა უნდა თავისუფლების მოყვარე ძალების მხარეს უნდა დადგეს და ალბათ დადგება, მაგრამ ძნელი სათქმელია ამ ეტაპზე რა კონკრეტული ნაბიჯი შეიძლება გადავდგათ ჩვენ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად