ირაკლი მელაშვილი: სამარცხვინოა, როცა ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს უკანონო ჩანაწერების გავრცელების ანონს, ეს ნიშნავს, რომ მან ვერც ვერაფერი გადაიაზრა

სამარცხვინოა, როცა ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს უკანონო ჩანაწერების გავრცელების ანონს, ეს ნიშნავს იმას, რომ მან ვერც ვერაფერი გადაიაზრა და არც არაფერს შეცვლის თუკი, ღმერთმა დაიფაროს და ხელისუფლებაში მობრუნდა! – ამის შესახებ ესპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს

“ყოველთვის, როცა ვიღაც ცდილობს ეს უზნეობა და უკანონობა “გააპრავოს”, ეგრევე აქცენტს ცდილობს გადაიტანოს იმაზე თუ რა იყო ფარულ ჩანაწერში . ფარული ჩანაწერებს გამოაქვეყნებენ მანამდე, სანამ ჩვენ თავზე მოგვახვევენ მსჯელობას ამ ჩანაწერების შინაარსზე და არა უკანონო ჩანაწერის შემკვეთის, გამხორციელებლის და გამავრცელებლის ერთმნიშვნელოვნად დასჯის თაობაზე. თუკი საზოგადოება და მითუმეტეს ომბუდსმენი (ჰოი საოცრებავ!) მსჯელობას იწყებს უკანონო ჩანაწერის შინაარსზე, მეტიც, სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდებს უკანონო ჩანაწერის შინაარსზე რეაგირებისკენ, გამოდის, რომ ამ უზნეობის ჩამდენმა მიზანს მიაღწია! ხოლო შედეგად თითოეული ასეთი ადამიანი, მათ შორის ომბუდსმენი ახალისებს მორიგ ასეთ უკანონო ჩანაწერების გაკეთებას და გავრცელებას! ამას ბევრი მიხევედრა არ უნდა! სანამ მთელი საზოგადოება არ შევმთანხმდებით, რომ ერთნაირად უზნებოაა და დანაშაულია უკანონო ჩანაწერი, როგორც ვიღაცის ვიღაცასთან სექსზე ,ასევე პირადი ცხოვრების ნებისმიერ სხვა დეტალზე თუ ისტორიაზე, მანამდე ეს უზნეობა არ დასრულდება! არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში, რომელი დაჯგუფების წარმომადგენელს შეეხება ეს უწესობა.” – წერს ირაკლი მელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...