ირაკლი მელაშვილი “ოცნებას”: კანონი არ არის ლეღვის ფოთოლი, რომ აიფარო

ოპოზიციის დიდი პროტესტის ფონზე, ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოების მიერ 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მიღების თემას ეხმიანება droa.ge-ს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი.

“ამ ყველაფერში დამნაშავე არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც ჩანიშნა 3 დეკემბერს სხდომა. ცესკო ამოეფარება კანონს. ცესკომ ძალიან კარგად იცის საბიუჯეტო კოდექსი, რომლის მიხედვით 255 ნოემბრამდე საკრებულომ უნდა გაიგზავნოს თავისი შენიშვნები მერიას. როდესაც ცესკომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მან ფაქტობრივად დაბლოკა ბიუჯეტზე მუშაობის საშუალება.
ის რაც ხდება ჩვენ მუნიციპალიტეტებში ცესკოს თავმჯდომარის პირდაპირი პასუხისმგებლობაა. და მაინტერესებს ცესკო ოპოზიციურმა წევრებმა რა ქნეს ამ დროს? რატომ ხმა არ ამოიღეს? იმიტომ რომ დარღვევა დაიწყო მაშინ. ეს არის პოლიტიკური დარღვევა. კანონით 30 დღეში შეეძლოთ დაენიშნათ. მაგრამ ახალი საკრებულოს სხდომა ყოველთვის ინიშნებოდა ნოემბერში.

ბიუჯეტის შემდეგ მერიამ უნდა წარმოადგინოს სტრუქტურა დასამტკიცებლად. საშტატო განაკვეთები, ხელფასები და ა.შ. მუნიციპალიტეტის საკრებულოებს, სადაც ოპოზიციაა უმრავლესობაში, უარი უთხრან მერიას ამის დამტკიცებაზე და მოახდენენ მუშაობის სრულ პარალიზებას.

საქართველოში არასდროს მომხდარა, ის რომ ძველ საკრებულოს ახლადარჩეული საკრებულოს პირობებში დაემტკიცებინოს მომავალი წლის ბიუჯეტი. ეს პოლიტიკური კულტურის ამბავია. სწორი პოლიტიკური კულტურა იყო დამკვიდრებული.

ჩემთვის მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებელი არის ცესკო. რადგან იმ დროს ჩანიშნა სხდომა, რომლითაც მოუსპო საშუალება ახლად არჩეულ საკრებულოს წარედგინა თავისი შენიშვნები.
ეს თაღლითობა არაა, ეს ბევრად უფრო მძიმე რაღაცაა… კი, შენ კანონიერად შეიძლება გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც პოლიტიკურ დაპირისპირებამდე მიიყვანო. პოლიტიკური უკანონობა და პოლიტიკურად ცუდი ნაბიჯების გადადგმა ეს არაა ერთმანეთთან დაპირისპირებული. აუცილებლად რაც კანონიერია ის პოლიტიკურად სწორი არაა და პირიქით.
ამ შემთხვევაში ცესკომ გადადგა კანონიერი ნაბიჯი, რომლიც უფლებაც ჰქონდა. მაგრამ, მიზანშეწონილობის თვალსაზრისით რაც ცესკომ გააკეთა არის ის, რომ დააპირისპირა ერთმანეთს მოსახლეობა და პოლიტიკური ძალები.
ახლად არჩეულ საკრებულოებს მოუსპო საშუალება, განეხილა ბიუჯეტი.
ცესკომ ამ ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს, იმიტომ რომ ეს სიბინძურე ცესკოდან მოდის. ” – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა “ფორმულასთან”

ჟურნალისტის რეპლიკაზე, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია… ირაკლი მელაშვილი პასუხობს: „კანონი არ არის ლეღვის ფოთოლი, რომ აიფარო. კანონიერად შეიძლება პოლიტიკურად სწორი და პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილებების მიღება”.

კომენტარები
იტვირთება...