ირაკლი მამალაძემ ფირცხალავას “რუსთავი 2”-ისთვის გაგზავნლი წერილის გამო, პროკურატურაში უჩივლა

"ციანიდის საქმის" მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, "კორტების საქმეში" მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას მიმართ, მოწმეზე ზემოქმეების ფაქტზე, მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

როგორც "აიპრესს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს:

"2017 წლის 25 ივნისს ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, დაიწყო გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედიების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ მასზე როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას მხრიდან ხორციელდება ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც მიზნად ისახავს მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას".

"აიპრესთან" "ციანიდის საქმეში" პროკურატურის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე განმარტავს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა სიუჟეტის გასვლამდე წერილში მოყვანილი ფაქტები არ გადაამოწმა და მხოლოდ  მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავაზე დაყრდნობით მოამზადა სიუჟეტი.

„ვითხოვ, დადგინდეს ყველა გარემოება, რაც იყო ნათქვამი მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავს წერილში. ვფიქრობ, ეს არის ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული ზეწოლა, როგორც „ციანიდის საქმის“ მთავარის მოწმის, სადაც „რუსთავი 2“ და ფირცხალავა ერთად მოქმედებენ. "რუსთავი 2"-მა ისე მოამზადა სიუჟეტი, რომ არც კი უცდია მეორე მხარესთან გადაემოწმებინა ინფორმაცია. მივმართე პროკურატურას და ვითხოვ, დაისაჯოს  ყველა ის პირი, ვინც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს ჩემზე “ 

ცნობისთვის, "შაბათის კურიერი"-ს ინფორმაციით ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ახლა სასჯელს მატროსოვის ციხეში იხდის, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით „კურიერს“ წერილს უგზავნის. წერილი მატროსოვის ციხიდან, პატიმარ ირაკლი ფირცხალავას ხელმოწერით, 15 ივნისით თარიღდება.

ირაკლი ფირცხალავა წერილში პროკურატურის ე.წ. ოქროს მოწმის შესახებ საუბრობს. უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ყვება, რომ ირაკლი მამალაძე სპეცსამსახურების აგენტი ჯერ კიდევ მისი ძალოვან უწყებაში მუშაობის დროს გახდა და დარწმუნებულია, რომ "ციანიდის საქმეც" ირაკლი მამალაძის ფარული საქმიანობის გაგრძელებაა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად