ირაკლი მამალაძე: “სოფო კილასონია ხელოვნებათმცოდნეა და ჯობია ძეგლზე ილაპარაკოს”

დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და  მთავრობის კანცელარიასთან  კაზრეთელმა მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვდნენ პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეესწავლათ ის პრობლემები, რაც შეიძლება კომპანია"არემჯის"  გაჩერებას მოჰყეს.  მათი თქმით 3000-მდე ადამიანი უმუშევარი რჩება.

ამ ფაქტს საკუთარ "ფეისბუქზე", საყდრისის ერთ-ერთი მცველი სოფიო კილასონია გამოეხმაურა:

"ყურადღება ! ყურადღება ! დღეს, კომპანია RMG -მ თბილისში ჩამოიყვანა საკუთარი თანამშრომლები და უმუშევრობის თემით ღიად დაიწყო სპეკულაცია.

გადაფარავს თუ არა ამით კანონდარღვევებს და დანაშაულთა სერიას, კომპანია? ხელისუფლების გადასაწყვეტია პრობლემას პოლიტიკური თამაშებისთვის გამოიყენებს და პრეზიდენტზე ამ ფორმით კიდევ ერთხელ განახორციელებს შეტევას, თუ არ გააკეთებს ამას. ფაქტია, რომ კაზრეთელებს ატყუებენ !

ოფიციალურად კომპანიას მუშაობა არ შეუწყვეტია და გაუგებარია რატომ ათავისუფლებს მუშებს, თუკი არ ვაჭრობს მუშების თემით?! თუკი მუშაობას აჩერებს გაუგებარია რატომ აჩერებს?! საყდრისი არასდროს შედიოდა არც ერთი კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიაში, მაგრამ მრავალი წელია (ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან) კაზრეთში წარმოება მიმდინარეობა…

საყდრისი 1 ჰექტარია დანარჩენი 358 ჰექტარის გარდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით თანამშრომლების გათავისუფლება მხოლოდ ადამიანების მძიმე სოციალური პირობებით ვაჭრობას გავს. მაგრამ ასეთ პირობებშია ნახევარზე მეტი საქართველო… კომპანია იყენებს თანამშრომლებს რომ გადარჩეს. ამით კომპანია არღვევს არა მხოლოდ კანონებს, არამედ არღვევს ამ ადამიანების უფლებებ,ს ატყუებს და იყენებს რა მათ საკუთარი ბინძური პიარკამპანიისთვის."

კომპანიის გაჩერებასთან და 3000  ადამიანის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ   საყდრისის გადარჩენის კომიტეტს და აცხადებენ: "საყდრისის გადარჩენის კომიტეტი არ იზიარებს აზრს, კომპანია გაჩერდეს ან ადამიანებმა სამსახური დაკარგონ".

"აიპრესთან" საუბრისას კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე აღნიშნავს:  "ჩვენ ვიცავთ კულტურურ მემკვიდრეობას. ჩვენ არ ვამბობთ, რომ კომპანია უნდა გაჩერდეს და არც კონფრონტაციაში შევალთ  იმ გაუბედურებულ ხალხთან, ვინც იქ არის დასაქმებული, რომლებიც ორ  კაპიკს იღებენ და ეს  მათი ერთადერთი შემოსავალია. 

 საყდრისის თემა რისთვისაც არ უნდა იყოს გამოყენებული, ჩვენ მათ არ დავუპირისპირდებით. ვემიჯნებით იმ აზრს, რომ გაჩერდეს კომბინატი ან დაიხუროს კომპანია.   ჩვენ ვიცავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, სხვა დანარჩენ პროცესებში არ ვერთვებით.

არცერთ პოლიტიკური ძალას, რომელიც ცდილობს, ეს პროცესი  გახადოს მართული ამის  უფლებას არ მივცემთ და შევეწინააღმდეგებით"  

–  საყდრისის ერთ-ერთი მცველი, სოფო კილასონია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ "თანამშრომლების გათავისუფლება მხოლოდ ადამიანების მძიმე სოციალური პირობებით ვაჭრობას ჰგავს, მაგრამ ასეთ პირობებშია ნახევარზე მეტი საქართველო… კომპანია იყენებს თანამშრომლებს რომ გადარჩეს", თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

 –  სოფო კილასონის არის ხელოვნებათმცოდენე და ჯობია ილაპარაკოს ძეგლზე და მის სტატუსზე. თუ საყდრისის გადარჩენის კომიტეტის გარეშე ან შეუთანხმებლად ვინმე გამართავს აქციებს, ის იქნება მართული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად