ირაკლი ლექვინაძე: აუდიტორულ კომპანიებთან ერთად საგადასახადო ადმინისტრირების დახვეწაზე ვიმუშავებთ

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში მოქმედ იურიდიული, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას ყველაზე ხშირად წარმოქმნილ პრობლემურ საკითხებზე.

„საკონსულტაციო კომპანიებს ყოველდღიური შეხება აქვთ ბიზნესთან და მათთვისაც ცნობილია ის კონკრეტული საკითხები, რომელიც კერძო სექტორს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში აფერხებს. დღეს ჩვენ გამოვყავით საგადასახადო ადმინისტრირების რიგი მიმართულებები, რომელთა გაუმჯობესებისთვისაც ერთობლივად გავაგრძელებთ მუშაობას.“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
შეხვედრაზე საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებმა ამ ფორმატში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას საქართველოში მოქმედი იურიდიული, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების 40მდე ხელმძღვანელი პირი ესწრებოდა.
მსგავსი ფორმატის შეხვედრა ბიზნესომბუდსმენსა და საკონსულტაციო კომპანიებს შორის უკვე მეორედ გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...