ირაკლი კვარაცხელია: „დამიზნებული ჰქონდა ავტომატი და მეუბნებოდა კონკრეტულად რა უნდა მელაპარაკა“ (ვიდეო)

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელია , რომელიც „მთავარ არხს“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო და  თავდამსხმელის მოთხოვნებს აჟღერებდა, დეტალებს იხსენებს.

„ბანკში მივედი ჩემი ბარათის წამოსაღებად, რიგში დგომისას გავიგე სროლა. შევხედე, შემოვარდა კბილებამდე შეიარაღებული ადამიანი. ხელში ეჭირა ხელყუმბარა, რომელის შემოსვლისთანავე მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში. ყველას გვიბრძანა დავწოლილიყავით, თუ არადა დაგვხოცავდა. ერთ-ერთ ადამიანს, რომელის გარედან იღებდა ამ სიტუაციას, მისი მიმართულებით 2-ჯერ გაისროლა.  შემდეგ თავისი მოთხოვნები დააყენა.

დამიზნებული ჰქონდა ავტომატი და მეუბნებოდა კონკრეტულად რა უნდა მელაპარაკა და მეც ვიმეორებდი მის ნალაპარაკევს“, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ „კურიერთან“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად