ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო ბიზნესის მხარეს არის

 „სახელმწიფო ბიზნესის მხარეს არის. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც ბიზნესისთვის, კერძოდ იმ კომპანიებისთვის რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ გარკვეულ შეღავათებს გულისხმობს. კერძოდ, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვით ვისაც აქვს ხელფასი 1500 ლარამდე 750 ლარის ნაწილში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება“.

ამის შესახებ პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარე ბიზნესს მოუწოდებს შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები.

მისი თქმით, დღეს წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მათთვის. რაც შეეხება ამ შეღავათების შედეგად ბიუჯეტში 250 მილიონიან დანაკლისს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა ამ თანხის დაბალანსების შესაძლებლობა გვექნება.

„ხდება გარკვეული სოციალური რისკების გადაზღვევა. გარდა საშემოსავლო გადასახადისა, შეღავათებია დღგ-ს კუთხით, არენდისა და ლიზინგის ნაწილში. რაც მნიშვნელოვანია და წარმოდგენილ ცვლილებებს კომიტეტი მხარს უჭერს“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ ინიცირებული საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად