ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო სექტორის შედეგებს წლის ბოლომდე სიფრთხილით უნდა დავაკვირდეთ

„სადაზღვევო სექტორის 6 თვის მაჩვენებლები პოზიტიურია, თუმცა წლის ბოლომდე შედეგებს სიფრთხილით უნდა დავაკვირდეთ “-ამის შესახებ პარალამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სხდომაზე საუბარი შეეხო 2020 წლის 6 თვის შედეგებსაც. თუ რა გავლენა მოახდინა პანდემიამ სადაზღვევო ბაზარზე და რა გამოწვევების წინაშეა დღეს სადაზღვევო სექტორი.

პარლამენტში დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის ხელმძღვანელობით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა საბჭოს წევრებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის ანგარიში და სამომავლო გეგმები გააცნო.

საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (Twinning – Capacity building of Insurance State Supervision Service of Georgia – Solvency II) მიმდინარეობის შესახებ. .
შეხვედრას სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, ასევე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი
ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად