ირაკლი კოვზანაძე: ლარის გაუფასურება ეკონომიკის პოზიტიურ შედეგებს ფარავს

ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას ჩვენი ეკონომიკა განაპირობებს, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი იხილებოდა.

მისი განცხადებით, ლარის კურსის სტაბილურობისთვის საჭიროა მონეტარული ხელისუფლებამ, ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ „უფრო კოორდინირებული, უფრო თამამი და ზოგჯერ არაორდინარული ნაბიჯები“ გადადგას.

„რეალობა ისეთია, რომ ჩვენ გვაქვს 5.1%-იანი ეკონომიკური ზრდა, მათ შორის, ივლისში ზრდამ – 6.1% შეადგინა, გვაქვს უმუშევრობის შემცირების და დასაქმების ზრდის ტენდენცია, უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც მემკვიდრეობითი პრობლემა იყო, მაგრამ ლარის გაუფასურება ნებისმიერ პოზიტიურ და დადებით შედეგებს ფარავს, იგი მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს მოსახლეობას, ჭარბვალიანობის და მაღალი დოლარიზაციის ფონზე“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად