ირაკლი კოვზანაძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ლარი ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდეს

"ლარის კურსზე რამდენიმე ფაქტორი მუშაობს. დოლარი 2003 წლის შემდეგ ყველაზე მეტადაა გამყარებული. ბოლო 3 კვირაში კიდე 8%-ია გამყარება",- ამის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ლარის კურსზე რამდენიმე ფაქტორი მუშაობს. დოლარი 2003 წლის შემდეგ ყველაზე მეტადაა გამყარებული. ბოლო 3 კვირაში კიდე 8%-ია გამყარება. ამას დაემატა შიდა ემოციური ფაქტორები, რომელიც ბოლო 2 დღეა მუშაობს.

მე ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მონეტარული ხელისუფლების ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივმა მუშაობამ გამოიწვია ის, რომ ემოციური ფაქტორი, ფატობრივად ჩაცხრა,“-განაცხადა კოვზანაძემ.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად