ირაკლი კოვზანაძე: 13 სასესხო ხელშეკრულებით საქართველოს მთავრობას აქვს შესაძლებლობა მოიზიდოს 694 მლნ. ევროს სესხი და თითქმის 44 მლნ. ევროს გრანტი

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან საქართველო დაფინანსებას მიიღებს ეტაპობრივად, საიდანაც ნაწილი არის საქართველოს ბიუჯეტის დახმარებისთვის გათვალისწინებული და ნაწილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის“.

ასე უპასუხა საფინასნო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარის დამაზუსტებელ კითხვას სასესხო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.

„ყველა ეს 13 ხელშეკრულება, რომელიც წარმოდგენილია, შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას მოიზიდოს 694 მლნ ევროს დაფინანსება ჯამში და გრანტი თითქმის 44 მლნ. ევრო. ეს არის შემადგენელი კომპონენტი იმისა, რაზედაც ჩვენ ვმსჯელობდით ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, დღეს სესიაზე რატიფიცირებისთვის 13 სასესხო ხელშეკრულება განიხილეს. ანტიკრიზისული გეგმიდან გამომდინარე, საერთო ჯამში, საუბარია 1.5 მილიარდ დოლარიან საერთაშორისო საფინანსო დახმარებაზე
„ როგორც გვახსოვს, დახმარებებიდან პირველი ტრანში 200 მილიონ დოლარზე მეტი საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღო, როგორც საბიუჯეტო დახმარება. ასევე თანხების ნაწილი მიემართება ეროვნული ბანკის რეზერვების გასამყარებლად. საერთაშორისო ფინანსური დახმარებები გაწერილია 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში გარკვეული ვალდებულებების დასაფინანსებლად. მათ შორის, ჩვენი იმ თანამემამულეების დასახმარებლად, რომლებიც ამ პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდა“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად